ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის უკვე მოლაპარაკებების გახსნა - კობახიძე

21.02.24 20:30
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის უკვე მოლაპარაკებების გახსნა - კობახიძე

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის უკვე მოლაპარაკებების გახსნა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება წლის ბოლომდე.

„ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დაფიქსირდა ძალიან მეგობრული განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. შესაბამისად, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება ამ წლის ბოლომდე", - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები