სამარცხვინოა, მათი ბილწსიტყვაოაბა ყოველგვარ ზღვარს გასცდა - ხაზარაძე "ოცნების" თავდასხმებზე

21.02.24 21:14
სამარცხვინოა, მათი ბილწსიტყვაოაბა ყოველგვარ ზღვარს გასცდა - ხაზარაძე "ოცნების" თავდასხმებზე

სამარცხვინოა, მათი ბილწსიტყვაოაბა ყოველგვარ ზღვარს გასცდა - ასე ეხმაურება "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე "ოცნების" თავდასხმებს.

ხაზარაძე "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში, გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" პროვინციალიზმს უწოდებს იმ თავდასმებსი სერიას, რომელსაც მმართველი გუნდის ლიდერები მის მიმართ ბოლო პერიოდში ახორციელებენ.

მისი თქმით, კითხვა, თუ რამ გააღიზიანა "ოცნების" მაღალჩინოსნები, ეს მათ ბატონს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ვკითხოთ.

მე არ ვიცი რამ გააღიზიანა ეს ხალხი (ოცნება). მათი ბილწსიტყვაოაბა ყოველგვარ ზღვარს არის გაცდენილი და სამარცხვინოა, სამარცხინოა რომ ასეთი ადამიანები მაღალ თანამდებობეს იკავებენ. მე კრიტიკის არ მეშინია და არცერთ კითხვას და წინააღმდეგობას არ გავქცევივარ, მაგრამ როდესაც თავდასხმა იწყება შეურაცხყოფით, ეს არის დიდი პროვინციალიზმია, აქ არ ვგულისმხობ გეოგრაფიულ დაბადების ადგილს. ეს არის პროვნციალიზმი, რომლითაც იმართება დღეს ქვეყანა.

როდესაც ქალაქის მიერ არჩეული მერი ასე მეტყველებს, ყველა ქალქელი უნდა დაფიქრდეს, იქ რამდენად დიდი შეცდომა დაუშვა, რომ ასეთი პროვინციული აზროვნების ადამიანი ხელმძღვანელობს ჩვენს ქალაქს და ასამარებს მის ლანდშაფტს, ისტორიულ მდგომარეობას და გამოუსწორებელ ბეტონიზაციას აკეთებს ჩვენი ქალაქის. არაფერს ვლაპარაკობ პარლამენტში მსხდომ ადამიანებზე, რომელებიც პასუხის ღირსიც არ არიან. ამიტომ კითხვა, რატომ გაღიზიანდენ, უნდა დავუსვათ მის ბატონს. ეს ადამიანები სამწუხაროდ არ არიან თავისუფლები, ეს არის პრობლემა, როდესაც ადამიანი თავის ბედს ჩააბარებს ერთ ადამიანს, იქ მთავრდება ყველაფერი. 

ჩვენ ხომ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის სულამოცლილი პოლიტიკოსები, რომლებსაც როგორც კი აღარ დასჭირდება გადააგდეს ხოლმე და ამათაც ვნახავთ ასეთ მდგომარეობაში", - განაცხადა ხაზარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები