ბიძინა ივანიშვილს სიმართლე აღიზიანებს - ხაზარაძე

21.02.24 21:46
ბიძინა ივანიშვილს სიმართლე აღიზიანებს - ხაზარაძე

"ლელოს" დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიძნა ივანიშვილს სიმართლე აღიზიანებს და სწორედ ამას უკავშირდება ის ბრაზი, რაც ბოლო პერიოდში მის მიმართ აქვს.

ხაზარაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილს და მის პარტიას "ლელოს" მზარდი რეიტინგი აშფოთებთ.

ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ  ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებს და წინა ხაზზე იდგება.

ბიძინა ივანიშვილს აღიზიანებს სიმართლე. ასეთი გამოთქმაა, ქურს ქუდი ეწვისო, თუ ერთი პატარა უწყინარი ბანერი აღიზიანებს და ნამდვილად აღიზიანებს ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე და მან ეს იცის ძალიან კარგად, თუ რას ემსახურება, ვის ემსახურება და ვის ინტერესებს ატარებს საქართველოში, შესაბამისად, შეიძლება ამითაც იყოს გამოწვეული ის ბრაზი, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ, როცა იქნება საშულება, რაც აშფოთებს "ოცნებას" ზუსტად ვიცი, ეს არის ჩვენი მზარდი რეიტინგი, ჩვენი ზრდა, ჩვენი მიმღებლობა ამომრჩევლების მხრიდან. ეს მიმღებლობა გამოიწვია იმან, რომ ჩვემ არსად არ გავქცეულვართ, არ გავქცეულვართ არც სასამართლო პროცესიდან, არც იმუნიტეტი გამოგვიყენებია, დავტოვეთ პარლამენტი, არაფერში არ გამოგვიყენებია ეს პოლიტიკოსობა, გარდა იმისა, რომ ვდგავართ წინა ხაზზე და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები