არ მინდა, ორ ბატს რომ არ ჩააბარებ, ისეთი ორუჯრედიანი ადამიანების ხელით იმართებოდეს ჩვენი შვილების მომავალი - ხაზარაძე

21.02.24 21:50
არ მინდა, ორ ბატს რომ არ ჩააბარებ, ისეთი ორუჯრედიანი ადამიანების ხელით იმართებოდეს ჩვენი შვილების მომავალი - ხაზარაძე

არ მინდა, ორ ბატს რომ არ ჩააბარებ, ისეთი ორუჯრედიანი ადამიანების ხელით იმართებოდეს ჩვენი შვილების მომავალი - ამის შესახებ "ლელოს" დაფუძნებელმა და ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "საჯარო პოლიტიკაში" განაცხადა.

ხაზრაძის თქმით, დანაშაულია რომ ქვეყანა "ოცნების" მაღალჩნოსნების ხელით იმართება და ამბობს, რომ იცის გზები, თუ როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან.

ასეთი ქვეყანა ასეთი ადამიანების ხელში არის არათუ შეცდომა, არამედ დანაშაულია.როცა ასეთი ადამიანებით, პარლამენტიდან ჭკუას დაგარიგებენ, რომლებსაც დიდი ბოდიში და მათ ორ ბატს არ ჩააბარებ და ორი უჯრედი აქვს თავში, არ დავაკონკრეტებ, მგონი საზოგადოება ხვდება ვისზეც ვსაუბრობ, ასეთი ადამიანების ხელში ჩავარდა ჩვენი და ჩვენი შვილების ბედი და მე არ მინდა ასეთი ორუჯრედიანი ადამიანების ხელით იმართებოდეს თქვენი და ჩემი შვილების მომავალი, ამაშია საქმე, თორემ გაბღენძილი სიარული და შორიდან ყურება ყველას შეუძლია. მაგრამ მე ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად წინა ფლანგზე, ვხვდები ადამიანებს და ზუსტად ვიცი რა უნდა ამ ქვეყანას რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს", - განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები