ოპოზიციაში კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს - ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში კულტურა ჩამოსაყალიბებელი და თავიდან შესაქმნელია, რათა ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა დაინახსო, რომ პარტიულ ინეტერესზე მაღლა სახელმწიფო ინტერესის დგას და არსებობს გამოკვეთილი თემები, რომელზეც საუბარი შესაძლებელია.
კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციაში. პოლიტიკური კულტურა დასახვეწი კი არა თავიდან შესაქმნელია, რომ ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა დაინახოს, რომ ოპოზიციაში მიუხედავად განსხვავებული და ბევრი წინააღმდეგობისა, არსებობს გამოკვეთილი თემები, რომელზეც შეიძლება საუბარი და რომელიც დგას ჩვენს პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ეს არის სახელმწიფო ინტერესები. სახელმწიფო ინტერესია "ლელოს" მხრიდან, როცა ვლაპარაკობთ იმ 9 პუნქტიან გეგმაზე, როგორ დავიცვათ ქვეყანა რუსული აგრესიისგან", - განაცხადა ხაზარაძემ.