გამოაქვეყნე შენი პირადი გადახდები ბიუჯეტში, მერე მე განახებ რამდენი მაქვს გადახდილი - ხაზარაძე ივანიშვილს

21.02.24 22:19
გამოაქვეყნე შენი პირადი გადახდები ბიუჯეტში, მერე მე განახებ რამდენი მაქვს გადახდილი - ხაზარაძე ივანიშვილს

პარტია "ლელოს" თავმჯდომარე ოლიგაქრისგან გადასახადების გასაჯაროებას ითხოვს.  მამუკა ხაზარაძემ ივანიშვილის "ტვ პირველის" ეთერიდან მიმართა.  ხაზარაძე, რომელიც ოცნების შავი კამპაანიის მთავარი სამიზნეა, მზადაa თავადაც გაასაჯაროოს ბიუჯეტიი შეტანილის თანხების სიაა.

ხაზარაძე ამბობს, რომ მას ბევრად მეტი აქვს გადახდილი ბიუჯეტში, ვიდრე ივანიშვილს.

ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმდენი გადახდილი ბიუჯეტში, რამდენიც მე და ჩემს შექმნილ კომპანიებს, ეს არის კანონმორჩილება. მე ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი ვარ ამ ქვეყანაში. თუ არ მეთანხმება, გამოიტანოს და თქვას, რამდენი აქვს თავად გადახდილი ბიუჯეტში მერე მე გამოვიტან და ვანახებ რამდენი მაქვს ბიუჯეტში გადახდილი. ამაშია საქმე. ეს მითი, რომ, სადღაც ღრუბლებშია ბიძინა ივანიშვილი, ეს უნდა დამთავრდეს და პრაქტიკულად უნდა ვილაპარაკოთ. რომ ამოუჩემებიათ ქველმოქმედებაო, ბიუჯეტი თუ გაყვლიფე, მასე ყველა იქნება ქველმოქმედი. რუსეშთი რომ ფულს აკეთებ და აქ რომ რუსულ პოლიტიკაში დებ, ეს არის პრობლემა. ეს ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამას მე ვლაპარაკობ არა როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არამედ, როგორც ერთი რიგითი ქართველი და როგორც ერთი რიგითი ქართველი ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, გამოაქვეყნე შენი პირადი გადახდები ბიუჯეტში, რამდენი გყავს დასაქმებული ამ ქვეყანაში, მე გვერდზე მივუწერ, მე რამდენი მყავს დასაქმებული, რამდენი ასეული მაქვს ბიუჯეტში შეტანილი, რომელსაც შენს მიერ დანიშნული ადამიანები ჯიბეში იდებენ. ამას თუ ქართველი ხალხი გაპატიებს, კი ბატონო, მაგრამ მე არ მგონია. ჩვენი ბიუჯეტის მოპარვა არავის არ უნდა შევარჩინოთ, ეს არის კანონის უზენაესობა",- ამბობს ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები