გვაქვს იმის ამბიცია, რომ მთავრობას ჩვენ ჩამოვაყალიბებთ - ხაზარაძე
"ლელო" 2024 წლის არჩევნებზე არავისთან კოალიციას არ გეგმავს და მარტო იქნება წარმოდგენილი - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მეტიც, "ლელოს" დამფუძნებელმა პირდაპირ თქვა, რომ მომავალ მთავრობას სწორედ მისი პარტია ჩამოაყალიბებს.
ხაზარაძემ იმ გეგმებვზეც ისაუბრა, რომელი მისი ტქმით, ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და სწრაფად წაიყვანს განვითარებისკენ.
ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ ჩვენ, დანარჩენს რეალური ცხოვრება გვაჩვენებს. ამას ვლაპარაკობ სრული სერიოზულობით. რატომ ვამბობ ამას, იმიტომ, რომ გვაქვს ხედვა, გვაქვს მარშალის გეგმა გაწერილი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ძალიან სწრაფად ამ მდგომარეობიდან და მართლა დაიწყება ეკონომიკური ბუმი, ამრთლა მოხდება ცვლილებები, მართლა დარიგდება 4 წელიწადში 1000 ლარი, ამრთალ დავასაქმებთ სტუდენტებს, მართლა წამოვიყვანთ ემიგრაციიდან ტვინებს და ადამიანებს გავუჩენთ მომავლის იმედს, რომ ამ ქვეყანაში დაიწყება სერიოზული მშენებლობა ანაკლიის, ქალაქი სადა 25 ათასი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო", - განაცხადა ხაზარაძემ.