მიუნხენიდან დაბრუნებულმა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შეხვედრები დაიწყო
მიუნხენიდან დაბრუნებულმა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შეხვედრები დაიწყო - რამდენიმე საათში სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ანა დოლიძეს უმასპინძლებს.
მხარეები დახურულ კარს მიღმა ისაუბრებენ, როგორ უნდა შესრულდეს ცხრა ევროპული დათქმა და რა როლი უნდა ჰქონდეს ამ პროცესში ოპოზიციას.
მანამდე კი პრეზიდენტი უკვე შეხვდა ევროკავშირის გაფართოებაზე მომუშავე ევროპელ მკვლევრებს. Horizon Europe-ის პროექტის ფარგლებში, თბილისში ჩამოსულ ექსპერტებს ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რა როლი ენიჭება ალიანსის გაფართოებას უსაფრთხოების ჭრილში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი საქართველოსთვის.
უნდა დავინახოთ, თუ რას მისცემს ევროპას ეს გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც ჩვენთვის. ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ გამძლეობის კუთხით, რადგან გვაქვს გამძლეობის გარკვეული გამოცდილება. ჩვენ ერთად ფიქრით ბევრს შევიძენთ, ევროკავშირიც სწორედ ესაა. ეს არა მხოლოდ გაწევრიანების, ზოგიერთი საერთო სიკეთითა და პროგრესით სარგებლობის საშუალებას აძლევს ახალ წევრებს, არამედ ასევე იძლევა უფრო ფართო დისკუსიის საშუალებას, რომელიც დღევანდელ სამყაროში ჩვენ ყველას გვჭირდება, რადგან ვხედავთ, რომ ყველაფერი სწრაფი ტემპით იცვლება და აშკარად ევროპის სიძლიერის, ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ეს ძველი, პროცედურული დისკუსიები საკმარისი არ არის და არ იქნება. ასე რომ, ეს ნამდვილად ყველას გამოწვევის წინაშე გვაყენებს, მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა უკვე წევრები", - ამბობს ზურაბიშვილი.