კობახიძემ პროკურატურას სარეზერვო ფული გამოუყო - რას მოხმარდება დაფინანსება?

22.02.24 10:27
კობახიძემ პროკურატურას სარეზერვო ფული გამოუყო - რას მოხმარდება დაფინანსება?

საქართველოს მთავრობის განკარგულება ნომერი 199 - ირაკლი კობახიძემ პროკურატურას სარეზერვო ფული გამოუყო.

19 თებერვლით დათარიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, 35 000 ევრო არის გამოყოფილი.

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის უცხოელი სპეციალისტებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის მათი საქართველოში ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯების, აგრეთვე ხსენებულ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პროკურატურის გამოუყოს 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები