ამ ქვეყანაში შერჩევითი სახალხო დამცველობა არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი, სახალხო დამცველს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესში მონაწილეობაზე უარის გამო აკრიტიკებს. დეპუტატი ფაქტთან დაკავშირებით იმედგაცრუებას გამოთქვამს და ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა შერჩევით სახალხო დამცველს არ ითვალისწინებს.
ამ ქვეყანაში თავისი კანონმდებლობით შერჩევითი სახალხო დამცველობა არ არსებობს. არსებობს მანდატი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს. ის ვალდებულია, რომ დააკვირდეს სხვადასხვა პროცესებს, მათ შორის, ასეთი სახის პროცესს. იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ ის უარს ამბობს ამ მანდატის განხორციელებაზე, - აცხადებს პაპუაშვილი.
სახალხო დამცველმა პარლამენტში მოსამართლეების მოსმენის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ნინო ლომჯარია თვლის, რომ იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში საფუძვლიანი რეფორმის გატარებამდე მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს.