შალვა პაპუაშვილი დღეს, პარლამენტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება
შალვა პაპუაშვილი დღეს, პარლამენტის სხდომაზე ანგარიშით წარდგება.
დეპუტატები პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას დღევანდელ სხდომაზე მოისმენენ.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
დისკუსია კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები.