ივანიშვილის პარტიის პირობებში 9 დათქმა ვერ შესრულდება - ბოკუჩავა

22.02.24 11:34
ივანიშვილის პარტიის პირობებში 9 დათქმა ვერ შესრულდება - ბოკუჩავა

გააჩნია თუ არა "ოცნებას" პოლიტიკური მზაობა 9 რეკომენდაციის შესასრულებლად? - პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა "პირველებთან" საუბარში აცხადებს, იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, დემოკრატიული რეფორმების გატარებაა საჭირო, თუმცა მისი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლება ვერ შეძლებს ქვეყანა ოლიგარქის მმართველობისგან გაათავისუფლოს.

ბოკუჩავა ფიქრობს, რომ ცხრა დათქმის პირნათლად შესრულება არა მხოლოდ ევროკავშირი  გაწევრიანებას, არამედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაერთიანებას განაპირობებს.

ივანიშვილის პარტიის პირობებში, ეს რეფორმები არ გატარდება. არ მოხდება არც დეოლიგარქიზაცია, არც დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. ამას ხედავს უკვე ყველა, ისე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მათ შორის, აქ, ბრიუსელში, სადაც დღეს მე ვიმყოფებოდი ნატო-საქართველოს საპარლამენტოშორისო საბჭოს შეხვედრაზე, სადაც იყო ძალიან მკაფიო გზავნილები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების გატარება ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით", - ამბობს ბოკუჩავა.

ირაკლი კობახიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში გამართა. კობახიძე მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომაში მიიღო, ამის შემდეგ კი პირისპირ მოლაპარაკება ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან გამართა. ახალი პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ნატოს გენმდივანს. 

მსგავსი სიახლეები