პაპუაშვილის ვერ შედგა, როგორც ინსტიტუციის თავმჯდომარე - ნაცვლიშვილი
რუსული კანონის მხარდაჭერა, შეზღუდვები ჟურნალისტებს და მიკროფონების გარეშე დარჩენილი დეპუტატები - რით დაგვამახსოვრაა თავი შალვა პაპუაშილმა? ზუსტად 12 საათძე პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს ჩააბარებს. დღეს პაპუაშვილს ოპოზიცაა მძიმე დღეს ჰპირდება.
დეპუტატებსს კრიტიკული კითხვები დაუგროვდათ. "ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯომარე ამ თანამდებობაზე ვერ შედგა.
მთავარი პრობლემა შალვა პაპუაშვილის არის ის, რომ ის ვერ შედგა, როგორც ინსტიტუციის თავმჯდომარე. ის ვერ შედგა, როგორც პარლამენტის ყველა წევრის თავმჯდომარე. ის დარჩა "ოცნების" ერთ-ერთ სპიკერად და რა მიღწევებზეც არ უნდა სცადოს საუბარი, მისი თავმჯდომარეობის დროს მისმა პარტიამ მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ასევე დამამახსოვრდა ეს წელი მისი ერთპიროვნული, თვითნებური და ძალიან რეპრესიული შიდა შეზღუდვებით პარლამენტში, რომელიც მიემართება მედიას, მეორე, რაც გამოირჩევა, ეს არის ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონე", - ამბობს ნაცვლიშვილი.
რუსული კანონის მხარდაჭერა, შეზღუდვები ჟურნალისტებს და მიკროფონების გარეშე დარჩენილი დეპუტატები - რით დაგვამახსოვრაა თავი შალვა პაპუაშილმა? ზუსტად 12 საათძე პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს ჩააბარებს. დღეს პაპუაშვილს ოპოზიცაა მძიმე დღეს ჰპირდება. დეპუტატებსს კრიტიკული კითხვები დაუგროვდათ. ოპოზიციის შეფასებით, პარლამენტის თავმჯომარე ამ თანამდებობაზე ვერ შედგა.
დილიდან პარლამენტში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია ამოქმედებული. ტრადიციულად მნიშვნელოვანი მოხსენება ისე წარიმართება, რომ საშვის გარეშე შენობაში არავის შეუშვებენ.