შალვა პაპუაშვილი პარლამენტისთვის ძალიან კარგი შენაძენია - მაჭარაშვილი

22.02.24 11:48
შალვა პაპუაშვილი პარლამენტისთვის ძალიან კარგი შენაძენია - მაჭარაშვილი

შალვა პაპუაშვილი პარლამენტისთვის ძალიან კარგი შენაძენია - "ხალხის ძალის" ლიდერის ქება პარლამენტის თავმჯდოამრეს.

გურამ მაჭარაშვილი პაპუაშვილის მიღწევებზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთი გამოცდილების ადამიანი სწორად უნდა გამოიყენოს საქართველომ.

ჩვენ გვახსოვს არაერთი, მათ შორის პროვოკაციის მცდელობები საქართველოს პარლამენტის დარბაზში და მან უზრუნველყო ისე, რომ მაქსიმალურად მინიმალური რადიკალური პროცესებით დაამშვიდა ეს მცდელობები, რაც შეიძლებოდა უფრო მძიმე შედეგებით დასრულებულიყო. გარდა ამისა, მას აქვს ძალიან კარგი საგარეო ვიზიტები და გამოცდილება და გამომდინარე აქედან, არა მხოლოდ უმრავლესობისთვის, არამედ ოპოზიციისთვის და მთლიანი პარლამენტისთვის ძალიან კარგი შენაძენია შალვა პაპუაშვილი, გამოყენება უნდა ამას სწორად", - ამბობს მაჭარაშვილი.

რუსული კანონის მხარდაჭერა, შეზღუდვები ჟურნალისტებს  და მიკროფონების გარეშე დარჩენილი დეპუტატები - რით დაგვამახსოვრა თავი შალვა პაპუაშილმა? ზუსტად 12 საათზე პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს ჩააბარებს. დღეს პაპუაშვილს ოპოზიცა მძიმე დღეს ჰპირდება. დეპუტატებს კრიტიკული კითხვები დაუგროვდათ. 

მსგავსი სიახლეები