ისე როგორც ტატუნაშვილის ოჯახი, დანარჩენი საქართველოც გადააგდო ივანიშვილის პარტიამ - გენერალი ყურაშვილი

22.02.24 12:04
ისე როგორც ტატუნაშვილის ოჯახი, დანარჩენი საქართველოც გადააგდო ივანიშვილის პარტიამ - გენერალი ყურაშვილი

ისე როგორც ტატუნაშვილი ოჯახი, დანარჩენი საქართველოც ივანიშვილის პარტიას ჰყავს გადაგდებული - არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან 6 წლის თავზე ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს გენერალი მამუკა ყურაშვილი.

გენერალი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება დღე და ღამეს უნდა ასწორებდეს იმისთვის, რომ აგვისტოს ომის მონაწილის მკვლელობისთის სანქციები იყოს შემოღებული პასუხისმგებელი პირებისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ ტატუნაშვილის ერთ-ერთი მწამებელი გურწიევი ახალგორში პროკურორად ინიშნება, ამაზე კი ოფიციალური თბილისი დუმს.

ისე როგორც არჩილის ოჯახი, დანარჩენი საქართველოც ივანიშვილის პარტიას ჰყავს გადაგდებული. ესენი არიან ორიენტირებული ბიუჯეტის სახარჯავად. თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ამას სჭირდება სახელმწიფო ინტერესი. უნდა იცავდე სახელმწიფო ინტერესს, რასაც ესენი არ გააკეთებენ არასდროს. ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურორად არის პირი დაწინაურებული, რომელიც წამებაში იღებდა მონაწილეობას და ყოვლად წარმოუდგენელია, რომ 6 წლის თავზე ვერ მიაღწიეს ვერანაირად ვერც ერთი ქვეყნიდან, რომ სანქციები შემოეღოთ რომელიმე პირისთვის. დღე და ღამეს უნდა ასწორებდნენ იმისთვის, რომ ეს სანქციები იყოს შემოღებული და იყოს მიზანმიმართული საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა და არ იარონ ლოკოკინების ბაღებში. საგარეო საქმეთა მინისტრი ყოვლად გაურკვეველი მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს და რომ ემუშავათ, რა თქმა უნდა, გამოიღებდა შედეგს და მისაღები არის. მიტოვებულია ეგ მხარე და ქართველებთან მიმართებით გათავხედებულები არიან. ეს არის ამათი დათბობის პოლიტიკა", - თქვა ყურაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 35 წლის ასაკში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს.  

ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, ქართული მხარისა და ოჯახისთვის გადმოეცათ ტატუნასვილის ცხედარი. საბოლოოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

 

მსგავსი სიახლეები