ივანიშვილმა ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ გადააქცია - ნადირაძე

22.02.24 12:10
ივანიშვილმა ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ გადააქცია - ნადირაძე

"ივანიშვილმა ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ გადააქცია და სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, რაც ქართველი საზოგადოების გაღატაკებას გამოიწვევს", - ამის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ გააკეთა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაოები იქმნებოდეს, ხალხი კვლავ გაჭირვებულად ცხოვრობს, რაც ივანიშვილის ოლიგარქიულმა მმართველობამ განაპირობა.

იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში რეალურად იზრდებოდეს ეკონომიკა, იქმნებოდეს ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამუშაოები, ვითვისებდეთ ევროპის, ამერიკის, დასავლეთის ბაზრებს, ივანიშვილის რეჟიმმა ეს ქვეყანა გადააქცია რუსეთის უკანა ეზოდ და ეხმარება, რომ თავი აარიდოს იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც ზრდის საფრთხე, რომ ჩვენი ქვეყანაც მოექცეს სანქციების ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში ექმნებათ უდიდესი საფრთხე, რომ კიდევ უფრო მეტი გაჭირვება, კიდევ უფრო მეტი სიღარიბე იტყოს და ამ წნეხმა გადაიაროს ჩვენი მოსახლეობის პირად კეთილდღეობაზე.“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები