რუსეთი, ალბათ, კიევამდე მივა - მედვედევი

22.02.24 12:15
რუსეთი, ალბათ, კიევამდე მივა - მედვედევი

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, კიევამდე მივიდეს.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, არსებობის საფრთხე სწორედ კიევიდან მოდის.

„სად უნდა გავჩერდეთ? - არ ვიცი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი და სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. იქნება ეს კიევი? - დიახ, ალბათ, კიევი უნდა იყოს. თუ ახლა არა, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ამ კონფლიქტის განვითარების სხვა რომელიმე ფაზაში", - განაცხადა მედვედევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში",- ამბობს მედვედევი

 

მსგავსი სიახლეები