მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - სოფო ჯაფარიძე
"მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ გააკეთა.
მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება, რომელშიც ჩართული არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ევროპაა.
გრძელდება ჩვენი კამპანია, დავდივართ მთელი საქართველოს მასშტაბით, ხედავთ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ყველგან, სადაც ჩავდივართ რამდენი ათასი ადამიანი დგას რიგში იმისათვის, რომ მოაწერონ ხელი. ძალიან მზარდი გახდა ეს კამპანია, ძალიან მიხარია და მე მგონი უკვე მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ხედავს რამდენი ათასი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ხედავთ, როგორი უპრეცედენტო ერთობა არის დღეს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და არა მხოლოდ საქართველოში, უკვე კამპანიაში ჩაერთო ევროპარლამენტი, სადაც გროვდება ხელმოწერები და მთელი მსოფლიო ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. არ უნდა დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, ნავალნის მაგალითმა გვაჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი უდიდესი საფრთხის ქვეშ არის და აუცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.