ზურაბიშვილმა უნდა გაითვალისწინოს სააკაშვილის ამომრჩეველთა ნება და გაათავისუფლოს იგი - გოგავა
"სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველთა ნება და გაათავისუფლოს იგი", - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ გააკეთა.
გოგავას თქმით, ხელმოწერების შეგროვება კვლავ გრძელდება, რომლის მიზანიც პუტინის ტყვეობიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის დახსნაა.
მოგეხსენებათ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მხარდამჭერებმა დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აქ მინდა ხაზი გავუსვა გათავისუფლებას და არა შეწყალებას! მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლის ნება და ეს ღონისძიება, რომელიც ტარდება დღეს იქნება პერმანენტული, რათა მიხეილ სააკაშვილს მისცეს უფლება, თავის ამომრჩეველთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ.