ზურაბიშვილის გამოსვლა პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა იყო - პაპუაშვილი

22.02.24 13:07
ზურაბიშვილის გამოსვლა პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა იყო - პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა იყო - შალა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ ქვეყნის მთავარსარდლის პარლამენტში წოველწლიურმა  გამოსვლამ გაწბილებისა და გულისდაწყვეტის ემოცია დატოვა.

"ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულისდაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა

წარმოვიდგინოთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყევტილების აღსრულებაზე უარი ტქვან ხელისუფლების სხვა შტოებმა. ეს არის ის მაგალითი, რასაც პრეზიდენტი უნდა აძლევდეს ქვეყანას, საზოაგდეოაბს, მომავალ ტაობას. ეს არის ის, რაც მას ევროპად მიაჩნია?" - თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები