"ეჯიბრებიან და ჯობნიან კიდეც ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებაში" - პაპუაშვილის იერიში არასამთავრობოებზე
შალვა პაპუაშვილის მორიგი იერიში არასამთავრობოებზე - პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ეჯიბრება და ჯობნის კიდეც ოპოზიციას დეზინფორმაციის შეთანხმებულ გავრცელებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები კარგ შემთხვევაში დუმდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში თავად მონაწილეობდნენ, რომლებიც წესით ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს.
სამწუხაროა, რომ ქართულ რეალობაში რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია ხშირად ეჯიბრება და ჯობნის კიდეც ოპოზიციას დეზინფორმაციის შეთანხმებულ გავრცელებაში. როდესაც ჩვენ ხმას ვიმაღლებდით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ბევრს საღათას ძილით ეძინა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როდესაც რუსეთმა ფართომასტაბიანი ომი უშუალოდ ევროკავშირის საზღვრებთან წამოიწყო. მანამდე კი გვახსოვს გადატვირთებიც, საუკუნის სტრატეგიული პროექტებიც და წითელ მოედანზე ერთობლივი სამხედრო აღლუმებიც. ჩვენს ხალხს არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი არ აქვს. ვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველგან, სადაც ჩვენი ომი იყო", - ამბობს პაპუაშვილი