სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, გამართვა არ იქნებოდა მიზანშეწონილი - "ოცნების" დეპუტატი

01.07.21 12:00
სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, გამართვა არ იქნებოდა მიზანშეწონილი - "ოცნების" დეპუტატი

,,ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით კაჭარავა, პრაიდის კვირეულზე საუბრისას ამბობს, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, ღონისძიების გამართვა არ იქნებოდა მიზანშეწონილი

ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცულია, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება, უმცირესობის თუ უმრავლესობის წარმომადგენელი. გამორიცხულია, ვინმეს მხრიდან ყოფილიყო ძალადობის წახალისება. უბრალოდ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდაცია იყო გაცემული. არსებულ სიტუაციაში, ვფიქრობთ, რომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი ამ პრაიდის გამართვა"- აცხადებს დეპუტატი. 

 პრაიდის კვირეული 1-ლიდან 5 ივლისის  ჩათვლით თბილისში ჩატარდება. 5 ივლისს ის ღირსების მარშით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები