"ამაყი ვარ", "მინდა დაგემდუროთ" - ზავრადაშვილი პაპუაშვილს თან აქებს, თან "საყვედურობს"
"ოცნების" დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა შალვა პაპუაშვილს, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე თან შეაქო და თან "უსაყვედურა".
დეპუტატმა თქვა, რომ ამაყია, რადგან მე-10 მოწვევის პარლამენტში მოუწია საქმიანობა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს "უსაყვედურა", რომ "ოპოზიცია არ ამეცადინა":
"ბატონო შალვა, ძალიან დიდი მადლობა იმ მოხსენებისთვის, რაც თქვენ დღეს წარადგინეთ. მე ამაყი ვარ რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში მომიწია საქმიანობა თქვენი თავმჯდომარეობის განმავლობაში, თქვენ ხართ ის ადამიანი რომელსაც არამარტო წარმატებული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ ურთიერთობები შეუძლია ისეთი ჰქონდეს თავის კოლეგებთან, რომელიც სამაგალითო შეიძლება გახდეს.
მინდა იმ ნეგატივსაც გავუსვა ხაზი და დაგემდუროთ იმ საკითხში, რომ არ ამეცადინებთ ოპოზიციას იმაში, რა უნდა თქვას ანგარიშში ეკონომიკის მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ჯანდაცვის მინისტრმა, სოციალური მიმართულებით ვინ უნდა ილაპარაკოს, რატომ არ ამეცადინებთ ბატონო შალვა? ესეთი დავარცხნილები, დაბალ ტონალობაში რომ ლაპარაკობენ..."