პრაიდის კვირეული - ოპოზიცია გომელაურს პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს
"ვითხოვთ, შსს მინისტრმა დაიცვას რეგლამენტი, მოვიდეს პარლამენტში და დეპუტატებს გასცეს შეკითხვებზე პასუხი" - ამის შესახებ პრაიდის კვირეულთან დაკავშიერბით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ხათუნა სამნიძე ვახტანგ გომელაურს პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს. დეპუტატმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სხდომის ჩანიშვნისკენ მოუწოდა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტზე შინაგან საქმეთა მინისტრი დავიბარეთ, იმისთვის, რომ მან უპასუხოს ყველა შეკითხვას და გვქონდეს გარანტია, რომ სწორედ ისე ჩატარდება ეს კვირეული და 5 ივლისის მარში, რომ თითოეული ადამიანის უფლება დაცული იქნება.
სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს პასუხი, ამით ირღვევა რეგლამენტი, არ ჩანიშნულა ადამიანის უფლებათა კომიტეტი, არაფერს გვეუბნება მინისტრი, რომელსაც ვალდებულება აქვს, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, ამიტომ კიდევ ერთხელ დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ვთხოვ, რომ ჩანიშნოს კომიტეტი და მინისტრს ვთხოვთ დაიცვას რეგლამენტი, მოვიდეს პარლამენტში, დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი, ასევე პრაიდის ორგანიზატორებს, რომლებიც არაერთხელ გამოდიან თხოვნით, ხვდებიან შსს-ს წარმომადგენლებს, რომ მიიღონ გარანტიები, რომ მათი უფლებები და უსაფრთხოება იქნება დაცული",- აღნიშნახათუნა სამნიძემ.
,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე, ამბობს, რომ თუ ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის და მისი კოლეგები მივლენ და მათ დაიცავენ.
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, პრაიდის თითოეული მონაწილის დაცვა არის ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება, რადგან ამ ადამიანებს აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და თუ თითოეული მონაწილის უსაფრთხოება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ მე, როგორც რიგითი დეპუტატი და დარწმუნდებული ვარ, ჩემი კოლეგებიც, აუცილებლად მივალთ და დავიცავთ თითოეულ მათგანს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, მოვიდეს პარლამენტის კომიტეტზე და გაგვცეს კითხვებზე პასუხი" - თქვა წითლიძემ.