პრემიერი რესპუბლიკურის მედიკოსებს შეხვდება - თარიღი ცნობილია

22.02.24 15:05
პრემიერი რესპუბლიკურის მედიკოსებს შეხვდება - თარიღი ცნობილია

ახალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხვალ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდება - შეხვედრის შუამავალი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იქნება.

"პირველების" ინფორმაციით, შეხვედრა 23 თებერვალს, 5 საათზე შედგება, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, წამოაყენონ საკუთარი არგუმენტები და დასაბუთებულად იმსჯელონ მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით.

ხვალ საღამომდე ამ დეტალებში არ შევალ. ხვალინდელ შეხვედრაზე ეს საკითხი იქნება დეტალურად განხილული ორივე მხარის მონაწილეობით. პრემიერ-მინისტრთან ერთად ხვალ ვხვდები, დროს დავაზუსტებ და გეტყვით აუცილებლად, რესპუბლიკურის ექიმებს და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. იქ იქნება არგუმენტები გახმოვანებული და ყოველგვარი ემოცია იქნება გვერდზე გადადებული. პროტესტი არის თუ არ არის, ამას სწორად გამიგებენ ექიმები, დარწმუნებული ვარ. მნიშვნელობა აქვს, რომელ მხარეს იქნება უფრო მყარი არგუმენტები და ამას ისინი ძალიან გაგებით ხვდებიან", - ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, მედიკოსები პროტესტის რეჟიმში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მთავრობამ გასცა ქალაქის მთავარი კლინიკის, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის ბრძანება. 

მსგავსი სიახლეები