დღეს ტრიბუნასთან იდექით, როგორც ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე - წითლიძე პაპუაშვილს

22.02.24 15:26
დღეს ტრიბუნასთან იდექით, როგორც ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე - წითლიძე პაპუაშვილს

თქვენ დღეს ტრიბუნასთან იდექით, როგორც ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე - ასე მიმართა ენმ-ს წევრმა ანა წითლიძემ შალვა პაპუაშვილს პარლამენტში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე წლიური ანგარიშით წარსდგა.

წითლიძემ პაპუაშვილს მოუწოდა, იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე გაამახვილო ყურადღება, რომელიც ქვეყანაშია.

ვისურვებდი, რომ თქვენი გამოსვლა, ეს ანგარიში ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის. თქვენ დღეს ტრიბუნასთან იდექით, როგორც ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე. "ოცნების" მაღალჩინოსნები სამტავრობო ჩარტერს იყენებდით სასიარულოდ და გასართობად, ამ ქვეყანაში კი ბავშვებს შიათ, ამიტომ, მე ვისურვებდი, რომ თქვენ ამ საკითხებზე გაგემახვილებინათ ყურადღება", - განაცხადა ანა წითლიძე.

მსგავსი სიახლეები