რატომ გადადგა ცესკო-ს თავმჯდომარე -"პირველების" ინფორმაციით, ჟვანია კობახიძემ გაუშვა

01.07.21 12:59
რატომ გადადგა ცესკო-ს თავმჯდომარე -"პირველების" ინფორმაციით, ჟვანია კობახიძემ გაუშვა

ტვ პირველმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადადგომაზე ახალი დეტალები გაარკვია.

პირველების ინფორმაციით, თამარ ჟვანიამ სოციალურ ქსელში წასვლის შესახებ განცხადება, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან საუბრის შემდეგ დაწერა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ კობახიძემ უთხრა ცესკოს თავმჯდომარეს, რომ თანამდებობიდან წასულიყო. 

"ქართულ ოცნებაში" ჟვანიაზე ზეწოლას კატერგორიულად უარყოფენ. 2 დღეა მედიასთან არც ირაკლი კობახიძე გამოჩენილა. 

დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა - ვიმედოვნებ, რომ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი ღია და ინკლუზიური იქნება და შეირჩევა კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ. 

კუჭავას თქმით, ადამიანები, რომლებიც თამარ ჟვანიას ბრალს სდებდნენ, უნდა გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ.

 

მსგავსი სიახლეები