პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას კი არ აკრიტიკებს არამედ სარკეში ახედებს

22.02.24 15:33
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას კი არ აკრიტიკებს არამედ სარკეში ახედებს

პარლამენტის ნომერ პირველი სპიკერი ამტკიცებს, რომ ის ოპოზიციას კი არ აკრიტიკებს არამედ სარკეში ახედებს და ობიექტურ რეალობას უჩვენებს.

ეს მოხსენება მინდოდა ყოფილიყო სარკე, რა ნაწილში არის ეს სარკე გამრუდებული?  რომელ ნაწილში? ის, რომ ამ მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეთ აბსოლუტურად ტყუილად? აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია რომ იყო? არ ციით, ეს, არარ იცით? დაგავიწყდათ", - მიმართა პაპუაშვილმა ოპოზიციას.

მსგავსი სიახლეები