იცით აეროპორტი, იცით ბილეთი როგორ აიღოთ, თუ გინდათ თავგანწირვა, იცით როგორ ჩახვიდეთ უკრაინაში - პაპუაშვილის ოპოზიციას

22.02.24 15:39
იცით აეროპორტი, იცით ბილეთი როგორ აიღოთ, თუ გინდათ თავგანწირვა, იცით როგორ ჩახვიდეთ უკრაინაში - პაპუაშვილის ოპოზიციას

იცით აეროპორტი, იცით ბილეთი როგორ აიღოთ, თუ გინდათ თავგანწირვა, იცით როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ თქვენი გმირობა დაადასტუროთ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, ითხოვდა ისეთ ქმედებებს, რაც საქართველოს ომში ჩართვის რისკს შეუქმნიდა.

 პაპუაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებონ.

„როდესაც აქ განიხილება ხოლმე გაბედულობისა და არგაბედულობის, გარისკვა - არგარისკვისა და თავგანწირვის კონტექსტში საკითხი - თავგანწირვა არის ინდივიდუალური აქტი, ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ იყოთ თავგანწირული- იყო ჩვენი კოლეგა, რომელმაც თქვა, რომ უნდა წავიდე ომშიო. თავგანწირვა პირადად თქვენი სახელით, კი ბატონო- ქვეყნისა და ხალხის თავგანწირვის უფლება არავის არ გვაქვს. არავის არ გვაქვს უფლება, რომ ხალხის სახელით ვიყოთ თავგანწირული. ამიტომ, ვინც ითხოვდით ისეთ ქმედებებს, რომელიც პირდაპირ ჩაგვრთავდა ჩვენ და გააჩენდა რისკს ცხელ ომში ჩართულობისა და ამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსისა, იცით აეროპორტი, იცით ბილეთი როგორ აიღოთ, თუ გინდათ თავგანწირვა, იცით როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ თქვენი გმირობა დაადასტუროთ. ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ!“- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები