"ეს საპარლამენტო წელი შევა რუსული კანონის წლად" - ნაცვლიშვილი
ამ ქვეყნის ისტორიაში, ეს საპარლამენტო წელი შევა რუსული კანონის წლად - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
ნაცვლიშვილმა "ოცნების" ხელისუფლება პირდაპირ დაადანაშაულა რუსული სპეცოპერაციის განხორცეიელებაში.
"ეს იყო რუსული სპეცოპერაცია განხორციელებული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ თქვენი ხელით, მაგრამ ყველაზე ნათელი, ყველაზე მძიმე მტკიცებულება არის ახლა ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც, ოკუპანტის მიერ დასმულმა ხელისუფლებამ დააინიცრა ზუსტად იგივე კანონი, ახლა, თქვენ გაარჩიეთ, პირველი თქვენ დაგიკვეთეს თუ მათ" - მიმართა "ოცნებას" ნაცვლიშვილმა.