"ნუ ღრიალებ, სიმართლე მწარეა", "ნუ იტყუები" - დაპირისპირება პარლამენტში (video)
პარლამენტში სასესიო სხდომა ჩხუბისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცური პარტიების დეპუტატებს მმართველი გუნდის წევრები სიტყვას აწყვეტინებენ იმ დროს, როდესაც ოპონენტები ხელისუფლების კრიტიკას იწყებენ.
რა ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰკითხეთ, გამდიდრდა თუ გაღარიბდა, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება“ – „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის ამ განცხადებას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში.
დეპუტატის თქმით, ეკონომიკური ზრდა, რაზეც ხელისუფლება საუბრობს, მოქალაქეების მდგომარეობაზე არ აისახება.
თქვენი ჯიბეების ორნიშნა და სამნიშნა ეკონომიკური ზრდაა და არა საქართველოს მოქალაქეების გამდიდრება, ნუ ღრიალებ მაქედან, მწარეა სიმართლე, მაგრამ მოისმენ,“ - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა „ოცნების“ დეპუტატებს.
კიდევ ერთი დაპირისპირება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ბავშვთა შიმშილთან დაკავშირებით ისაუბრა.
იუნისეფის კვლევები არსებობს, პრემიერი გადააყენეთ ამ ბრალდებით, ბავშვთა შიმშილთან დაკავშირებით, რა მოგვარდა ბავშვთა შიმშილის პრობლემა, სკოლაში არ შიათ ბავშვებს? ყოველი მესამე ბავშვი დღესაც შიმშილობს, ეს არის რეალური პრობლემა, არსებობს ამ პრობლემის გადაწყვეტის ბევრი საშუალება - უცხოური მოდელი,“ - თქვა პაატა მანჯგალაძემ.
არ იცი, რომ მოგვარდა? ნუ იტყუები,“ - მიმართა მანჯგალაძეს თალაკვაძემ.