ნავალნის მკვლელობის შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით - ბოკუჩავა

22.02.24 16:52
ნავალნის მკვლელობის შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით - ბოკუჩავა

„საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება, რომლის ფარგლებში ასევე შეხვედრებს ატარებს სხვადასხვა დელეგაციასთან, მათ შორის აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელთან, კონგრესმენ ჯო ვილსონთან. 

„ალექსეი ნავალნის მკვლელობის შემდეგ პუტინის რეჟიმის მხრიდან, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან პრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით და ყველას ესმის, რომ მისი გათავისუფლება მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები