თალაკვაძე ოპოზიციას: როგორ ბედავთ, ჩვენი მთავრობის პრორუსულ ხელისუფლებად მოხსენიებას
"რა კანონებზე გვაკრიტიკებთ და როგორ ბედავთ საერთოდ, რომ პრორუსულ ხელისუფლებად მოიხსენიებთ დღევანდელ ხელისუფლებას, თქვენ ხართ რუსეთზე შეყვარებული პოლიტიკოსები," - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციას "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ თაკალვაძემ.
თალაკვაძე ოპონენტებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიების დეპუტატები პრორუსებად მოიხსენიებენ.
თქვენ ის ხალხი არ ხართ, ვინც მილიონი დოლარი გადაიხადეთ, რომ მსოფლიო საზოგადოებისთვის მოგეყოლათ, საქართველო რა ცუდი, საშინელი ქვეყანაა, რა ანტიევროპული ხელისუფლება ჰყავს და როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. რა კანონებზე გვაკრიტიკებთ და როგორ ბედავთ საერთოდ, რომ პრორუსულ ხელისუფლებად მოიხსენიებთ დღევანდელ ხელისუფლებას, თქვენ ხართ რუსეთზე შეყვარებული პოლიტიკოსები,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.