"ოცნება" ტაქტიკას ცვლის - სასამართლო რეფორმაზე მსჯელობა სასამართლო კლანის გარეშე მიმდინარეობს

22.02.24 17:17
"ოცნება" ტაქტიკას ცვლის - სასამართლო რეფორმაზე მსჯელობა სასამართლო კლანის გარეშე მიმდინარეობს

"ოცნება" ტაქტიკას ცვლის - მმართველმა პარტიამ სასამართლო რეფორმაზე საუბარი სასამართლო კლანის გარეშე გადაწყვიტა. ასე დაიწყო პარლამენტში სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა.  

მდინარაძის გუნდმა მურიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრებს მოსაწვევიც კი არ გაუგზავნა და მათ ნაცვლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა საუბარი. არადა, წინა წელს სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან და უზენაესი სასამართლოდან. 

ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით უნდა გავცვალოთ, პირველ რიგში, პოლიტიკურმა ჯგუფებმა პოზიციები და არგუმენტირებული მსჯელობა გავმართოთ. თუ ამის შემდეგ ჩვენ კონკრეტული პირის მოწვევის საჭიროებას ვნახავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოვიწვევთ შესაბამის პირს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

უკვე ერთ საათზე მეტია, დახურულ კარს მიღმა "ოცნება" და ოპოზიცია მსჯელობენ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლო  რეფორმა ცხრა ევროპულ დათქმაში შესრულებულად ჩაითვალოს. ამ შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც, თუმცა მხოლოდ ნაწილი.

დაწყებული იუსტიციის საბჭოს კომპლექსური რეფორმიდან, რასაც გვთავაზობს სწორედ ვენეციის კომისია და გვთავაზობს დაჟინებით, არაერთი დასკვნა იმეორებს, რომ ეს უნდა იყოს კომპლექსური რეფორმა, ასევე დანარჩენი საკითხები, რომელიც ძალიან მწვავე და მტკივნეულია, მათ შორის, ე.წ. კეთილსინდისიერების შემოწმება მოსამარტლეების, მივლინებები და ა.შ.," - ამბობს ლაშა ტუღუში.

მსგავსი სიახლეები