ბითაძე ნაცვლიშვილს: კარგია, რომ კუთხეში არ გვაყენებთ ჯერ

22.02.24 17:23
ბითაძე ნაცვლიშვილს: კარგია, რომ კუთხეში არ გვაყენებთ ჯერ

"დაგვმოძღვრეთ და წაბრძანდით, თან გვეჩხუბეთ, კარგია, რომ კუთხეში არ გვაყენებთ ჯერ," - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მაია ბითაძემ "ლელოს" დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს.

ბითაძემ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ხაზი გააგრძელა და "ლელოზე" იერიში მიიტანა.

ქალბატონო ანა, თქვენ, რა თქმა უნდა, აქ არ ბრძანდებით, დაგვმოძღვრეთ და წაბრძანდით, თან გვეჩხუბეთ, კარგია, რომ კუთხეში არ გვაყენებთ ჯერ. 
ჩვენ მივიღეთ კანონები, მარტო გასულ წელს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ადგილზე მოსახლეობისთვის წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან,“ - ამბობს მაია ბითაძე.

მსგავსი სიახლეები