"მისგან ვაპირებთ მოსმენას, რა სურვილი აქვს" - ვაშაძე და ბოკუჩავა პრეზიდენტს ორშაბათს ხვდებიან

22.02.24 18:35
"მისგან ვაპირებთ მოსმენას, რა სურვილი აქვს" - ვაშაძე და ბოკუჩავა პრეზიდენტს ორშაბათს ხვდებიან

"გამარჯვების კოალიციის" ლიდერები, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა პრეზიდენტს ორშაბათს ხვდებიან. შეხვედრის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორთან „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ფარგლებში შეხვედრებს მართავს.

როგორც ვაშაძე "დღის ამბებთან" ამბობს, პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან და ამ შეხვედრაზეც მოისმენენ, რას სთავაზობს ის ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს. 

ორშაბათს, ჩვენ ვხვდებით ქალბატონ პრეზიდენტს - მე და თინა ბოკუჩავა, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ შევქმნათ რაღაც მექანიზმი, რომ შესრულდეს 9 პუნქტი და 9 პუნქტში ერთ-ერთი მთავარი არის სასამართლო, ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, საზოგადოებრივ წრეებთან ერთად, რომ შევქმნით ისეთ სასამართლოს პროფესიონალებთან ერთად, რომლითაც იქნება დაცული ყველა ადამიანის უფლება საქართველოში, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ,- ეს იცის ქართულმა ოცნებამ და იმიტომ ასწრებენ ზიზღის რიტორიკას, ჩვენ მათ ზიზღის რიტორიკაში ვერ ავყვებით, „ქართული ოცნება“ მთავრდება, ცვლილებების დრო მოვიდა.

მისი ინიციატივაა, ჩვენ პოზიტიურად გამოვეხმაურეთ, დანარჩენს შეხვედრაზე ვისაუბრებთ ამაზე, ნამდვილად ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით თუ ეს დაეთმობა 9 პრიორიტეტის შესრულებას... მისგან ვაპირებთ მოსმენას, რას გულისხმობს, რა აქვს სურვილი, წინასწარ არ ვიცი, რაზე იქნება საუბარი, ეს ხომ მისი ინიციატივით ხდება,“ - ამბობს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები