ლანძღვის კამპანია პაპუაშვილისგან - რა ხდებოდა პარლამენტში?

22.02.24 20:10
ლანძღვის კამპანია პაპუაშვილისგან - რა ხდებოდა პარლამენტში?

 

პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის ნაცვლად ოპოზიციის ლანძღვის დღე. დღის ბოლოს "ოცნებას" ნერვებმა უმტყუნა. ოპონენტების მხრიდან კრიტიკას ვერ გაუძლო და დაპირისპირებაზე გადავიდა. ოპონენტებს აწყვეტინებდნენ გამოსვლებს და დარბაზიდან აყენებდნენ შეურაცხყოფებს. ყველაფერი კი შალვა პაპუაშვილის გამოსვლით დაიწყო. 40 წუთის განმავლობაში იყო  იერიში ოპოზიციაზე, ორ პრეზიდენტზე, არასამთავრობო სექტორსა და დასავლელ პარტნიორებზე. თქვა, რომ რადიკალებთან თანამშრომლობას არ აპირებს, მოქმედი პრეზიდენტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა, ყოფილი კი სიმულაციაში. 

არ დავიწყებია მესამე სექტორიც, რომელიც პაპუაშვილმა დეზინფორმატორებად გამოაცხადა. რაც ვერ მოასწრო პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობამ განავრცო დარბაზიდან. ოპოზიციის კიდევ უფრო  მეტად შეურაცხყოფისთვის "ოცნების" დეპუტატების შეიარაღებაში იყო ამონარიდები კლასიკოსების ნაწარმოებებიდან და ქართული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონიც. რა გააკეთა საქართველოს პარლამენტმა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. წლიური ანგარიშის მოსმენა ისე დასრულდა, რომ ოპოზიციამ ამ მთავარ კითხვებზე პასუხი მაინც ვერ მიიღო.

ლანძღვის კამპანია პაპუაშვილისგან - რუსუდან დუმბაძე ხმაურიანი მოსმენიდან

მსგავსი სიახლეები