კობახიძის ორმაგი სტანდარტი
ირაკლი კობახიძის ფერიცვალება - რატომ აირჩია ახალმა პრემიერმა ევროპელ პარტნიორებთან სულ სხვა რიტორიკა? თუ კობახიძის პარლამენტში ყოფნის დროს ევროკავშირს ჩვენი ომში ჩართვა უნდოდა, ან ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი ჰქონდა, რა შეიცვალა ახლა? პრემიერის რანგში ბრიუსელში ჩასული კობახიძე პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობებს უხდიდა, თუმცა, სავარაუდოდ, მას მოუწევდა ახსნაც, რატომ ლანძღავდა ევროპარლამენტარებს.
ვის სჯერა კობახიძის ტრანსფორმაციის? ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ დაგეგმილი იერიშის ერთ-ერთ ფიგურანტს ოპოზიციამ შეუთვალა, რომ თვალთმაქცია. პრემიერს ახსენებენ, რომ ასეთი ორმაგი სტანდარტი ურთიერთობაში მხოლოდ რუსული სტილია. კობახიძის ბრიუსელში ვიზიტმა და იქ გაკეთებულმა განცხადებებმა ოპონენტები დაარწმუნა, რომ თავდასხმების კამპანია პარტნიორებზე "ოცნებას" მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის სჭირდება.
ირაკლი კობახიძის ფერიცვალება - ვრცლედ, ინა ცარციძის რეპორტაჟში