სასამართლო რეფორმა მოსამართლეების გარეშე - რა ხდებოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე

22.02.24 20:39
სასამართლო რეფორმა მოსამართლეების გარეშე - რა ხდებოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე

 

ევროკავშირის კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც ჩაგდებისთვის არის განწირული - უმრავლესობისა და ოპოზიციის რიგით მესამე შეხვედრაც წარუმატებელი აღმოჩნდა.

სასამართლო რეფორმაზე მხარეები ვერ თანხმდებიან. "ქართული ოცნება" არც ოპონენტების და არც არასამთავრობო სექტორის წინადადებებს ითვალისწინებს.

დღეს სამუშაო ჯგუფი სწორედ მესამე სექტორის პრეზენტაციას ისმენდა. უმრავლესობამ ისე გადაწყვიტა უმნიშვნელოვანეს რეფორმაზე მსჯელობა, რომ თავად მოსამართლეებს სამუშაო შეხვედრაზე საერთოდ არ დაუძახა. 

მსგავსი სიახლეები