ხელისუფლების მხრიდან წახალისებული - ოპოზიცია ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს აფასებს

01.07.21 13:42
ხელისუფლების მხრიდან წახალისებული - ოპოზიცია ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს აფასებს

ტვ პირველის ჟურნალისტზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტს ოპოზიციაში აფასებენ. ყველა პარტია ერთხამად მიიჩნევს, რომ ძალადობის წახალისებას ხელისუფლება ხელს უწყობს. 

,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი მიიჩნევს, რომ ძალადობას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ახალისებენ. ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერის ტრიბუნიდან აგრესიული განცხადებები ხშირად ისმის.

 ეს არის ხელისუფლების მხრიდან წახალისებული, რადგან ტრიბუნიდანაც კი, პრემიერმინისტრის გამოსვლიდან, გვესმის ისევ აგრესიული განცხადებები იმ ადამიანებისა და პოლიტიკოსების  მისამართით, ვინც მათგან განსხვავებულ განცხადებებეს აკეთებს. ახლა მთავარია, ეს მოძალადეები დაისაჯონ. - ამბობს ხათუნა სამნიძე.

,,ნაცმოძრაობის " ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი, ამბობს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია 

გუშინდელი ფაქტი გამომდინარეობდა იმ მანამდე არსებული დაუსჯელობის სინდრომისგან, რაც გამეფებულია ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველამ ერთად  უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს პირები უმკაცრესად იყვნენ დასჯილი - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აცხადებს, რომ ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს მედიაზე თავდასხმის უფლებას აძლევს.

როგორც ჩანს, ვიღაცას კვლავ აქვს ანთებული მწვანე შუქი მედიაზე თავდასმისათვის. ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს თავს ესხმიან, მას დემოკრატიასთან საერთოდ არ აქვს კავშირი- აცხადებს გიორგი ვაშაძე.  

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი  გუშინ წალკაში მოხდა. სოფელ წინწყაროს გამგებლის ბიძა, რომელიც რაიონში არაფორმალური დაჯგუფების ლიდერად ითვლება, ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს თავს დაესხა, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანა აპარატურა. 

პოლიციამ ძალადობასა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული დღეს დააკავა.

მსგავსი სიახლეები