6 წელი ტატუნაშვილის მკვლელობიდან - რატომ არ სრულდება "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია?
"მეტის მოლოდინი არასდროს მქონია" - დედა, რომელიც შვილის მკვლელების დასჯას წლებია უშედეგოდ ელოდება. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. რა შეიცვალა ამ პერიოდში, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის ზეწოლით ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია დაამტკიცა. ამ რეზოლუციით მთავრობას დაევალა დამნაშავეების დასასჯელად ემოქმედა, თუმცა დღემდე არაფერი გაუკეთებია. "ოცნება" გვარწმუნებს, რომ ახალი პრემიერი ამ საკითხს თავიდან შეისწავლის.
რა უშლიდა ხელს ირაკლი კობახიძეს, რომ ეს პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გაეკეთებინა და რა შეიცვლება ახლა. მაგნიტცკის სიის ყველა ფიგურანტს დასავლეთმა მკაცრი სანქციები დაუწესა. იგივე უნდა გაეკეთებინა ქართულ მხარესაც, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ოცნების ხელში მორიგ დოკუმენტად დარჩა. რეალობა კი სულ სხვაა. ტატუნაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული დავით გურწიევი საოკუპაციო რეჟიმმა დააწინაურა და ოკუპირებული ახალ-გორის პროკურორად დანიშნა.
6 წელი ტატუნაშვილის მკვლელობიდან - ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი