რესპუბლიკური საავადმყოფო უფულოდ დატოვეს - რა ბედი ელით მედპერსონალს?

22.02.24 20:35
რესპუბლიკური საავადმყოფო  უფულოდ დატოვეს - რა ბედი ელით მედპერსონალს?

რესპუბლიკური საავადმყოფო  უფულოდ დატოვეს. კლინიკის ანგარიშიდან  ბოლო თეთრიც კი  სამედიცინო ჰოლდინგის ანგარიშზე დროზე ადრე გადარიცხეს.  ამიტომ ექიმებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კობახიძე-ღარიბაშვილის წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას და  შენობის დანგრევას გეგმავს.  

რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედი  ახლა სწორედ ახალი პრემიერის ხელშია. ხვალ პირველად მთავრობის მეთაური  კლინიკის ექიმებს შეხვდება. ამავე აუდიენციაზე იძულებული იქნება მივიდეს ჯანდაცვის მინისტრიც, რომელიც  არაერთი თხოვნის მიუხედავად მედიკოსებს  ამ დრომდე არ შეხვედრია.

მსგავსი სიახლეები