სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება - კუჭავა პრაიდზე
"სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამაზე, მე მგონი, კითხვის ნიშანი არ დგება"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პრაიდის კვირეულზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ვერასოდეს ვერ იქნება მოწონებული ძალადობა, ან წახალისება ძალადობისკენ, ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნეს არიდებული ყველა სახის ძალადობა. ფაქტი ერთია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის უფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში,
"ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაცული და აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს ხვალ და ზეგ, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას და შესაბამისად, ძალადობის არ ვიცი, როგორ ვთქვა, განხორციელებას, მე მეეჭვება ადამიანი, ვინც შეიძლება, იყოს ამის მომხრე"- ამბობს კუჭავა.