არც ელარჯის გაწელვები დაავიწყდა არავის, არც გავრილოვის ღამე, წყინთ პრორუსებს რომ ეძახიან, შეიცვალონ ზნე - ცისკარიშვილი
"არც ელარჯის გაწელვები დაავიწყდა არავის, არც გავრილოვის ღამე და არც რუსული კანონი, შესაბამისად, რომ წყინთ პრორუსებს რომ ეძახიან და ავტომატებზე რომ ლაპარაკობენ, შეიცვალონ ზნე, ჩვეულება, მიდგომები და აღარ დაუძახებენ" - ამ განცხადებით პასუხობს "ოცნების" ლიდერების დღევანდელ განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი.
როგორც ცისკარიშვილი ამბობს, ქართული ოცნების ხელისიფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ხელისუფლება რუსულ ელიტას და რუს მაღალჩინოსნებს საქართველოში თავისუფლად გადაადგილების და თუნდაც დაბადების დღის გადახდის უფლებას აძლევდა.
ოღონდ, უკვე ძალიან გვიანია, 12 წელია, რაც არიან ეს არიან - საკუთარი თავის გამდიდრებასა და რუსული დავალებების შესრულებაზე ფიქრობენ, საქართველოზე, ეროვნულ ინტერესებზე - ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, სულ რაღაც 8 თვეა დარჩენილი, მიშაც გამოდიოდა სასამართლოზე და თქვა, რომ უნდა მივცეთ მომავალს, იმედს, უკეთეს ცხოვრებას, კეთილდღეობას,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.