"ვართ მხოლოდ საქართველოს მომავლისთვის" - გახარიას პარტიის ოფისის პრეზენტაცია გორში

01.07.21 13:32
"ვართ მხოლოდ საქართველოს მომავლისთვის" - გახარიას პარტიის ოფისის პრეზენტაცია გორში

შიდა ქართლში, გორში, პარტია „საქართველოსთვის“ ოფისის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სწორედ გორის ოფისი გახსნით დაიწყებს საარჩევნო კამპანიას. 

დღეს ჩვენ შიდა ქართლში , გორში, ვხსნით პარტიის ახალ ოფისს. ეს არის საქართველოს შუა გულში, გორში, პირველი ოფისი და ასე დაიწყება პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მედიასაშუალებებთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“  არავის ებრძვის და მათი ძალისხმევა მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობაზეა მიმართული. 

ჩვენ არ ვუღალატებთ ჩვენს პრიციპებს, ჩვენ ვიშრომებთ და ვიზრუნებთ ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი მოქალაქეების მომავლისთვის.  ჩვენ არ ვებრძვით არავის, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ, ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის. მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, მიუხედავად იმისა, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დროს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიხურავენ ოფისს, სამსახურიდან გამოყრიან ადამინებს, რომლებიც წლებია, საჯარო მოსამსახურეები არიან და ემსახურებიან სახელმწიფოს და ქვეყანას, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მსახურებას, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.  
 

მსგავსი სიახლეები