არჩევნებამდე ივანიშვილი თუ არ დაასანქცირა დასავლეთმა, ნიშნავს, რომ დაიხია პუტინის აგრესიის წინაშე - ნათელაშვილი

22.02.24 22:30
არჩევნებამდე ივანიშვილი თუ არ დაასანქცირა დასავლეთმა, ნიშნავს, რომ დაიხია პუტინის აგრესიის წინაშე - ნათელაშვილი

"არჩევნებამდე ივანიშვილი თუ არ დაასანქცირა დასავლეთმა, ნიშნავს, რომ დასავლეთმა გააკეთა უკან დახევა პუტინის აგრესიის წინაშე," - ამ განცხადებას "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი "დღის ამბებთან" აკეთებს.

ნათელაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, დასავლეთი ივანიშვილს დაასანქცირებს. 

ნიშნავს, რომ შეეშინდა პუტინის და მოსკოვის - ივანიშვილი ხომ პუტინად არის ასოცირებული, დასავლეთის თვალშიც, - შეეშინდა, უკან დაიხია და ნიშნავს იმას, რომ დაუთმო მოსკოვს საქართველო და ამიერკავკასია სათარეშო პოლიგონად, ვინაიდან დატოვა მისი მსტოვარი და სატელიტი რეჟიმის მეთაურად. გამოვრიცხავ, რომ დასავლეთმა ეს სანქცირება არ დააგვირგვინოს, როგორც ეკადრება მსოფლიო განვითარების ძირითად პარამეტრებს,“ - ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები