ისევ შეხვალთ პარლამენტში უმრავლესობა რომ დაიწეროს ივანიშვილმა? - ნათელაშვილი ოპოზიციას

22.02.24 22:35
ისევ შეხვალთ პარლამენტში უმრავლესობა რომ დაიწეროს ივანიშვილმა? - ნათელაშვილი ოპოზიციას

"ისევ შეხვალთ პარლამენტში უმრავლესობა რომ დაიწეროს ივანიშვილმა?" - ამ კითხვით ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მიმართავს.

როგორც ნათელაშვილი "დღის ამბებთან" ამბობს, ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებამდე საზოგადოებას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, როგორ იქცევიან იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის ოქტომბრის აარჩევნებში უმრავლესობით კვლავ ოცნება მოიგებს.

მე მაინტერესებს პარტიების: ისევ შეხვალთ პარლამენტში უმრავლესობა რომ დაიწეროს ივანიშვილმა? ისევ დაუჯდებით მას და გაუთეთრებთ არჩევნების შედეგებს და იტყვით, ბიუჯეტია დასამტკიცებელი, ხალხზე ვზრუნავთ, მაგრამ სინამდვილეში, ის 10 ათასი ხელფასი რომ დაწერეს დეპუტატზე და იმის აღება რომ მოგინდებათ ქვეცნობიერში, გააკეთებთ ამას, ამიტომ, პარტიებმა წინასწარ უნდა განაცხადონ, რომ თუ უმრავლესობა დაიწერა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე ვიწყებთ ხალხის გამოყვანას და მიტინგს,“ - ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები