"რამდენ ხანს აპირებთ სირაქლემას პოზაში ყოფნას" - ნათელაშვილის წერილი "ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს

22.02.24 22:46
"რამდენ ხანს აპირებთ სირაქლემას პოზაში ყოფნას" - ნათელაშვილის წერილი "ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტის დეპუტატებს წერილით მიმართავს და დაფინანსების წესში შეტანილი ცვლილების გაუქმებას ითხოვს.

"რიგგარეშე სხდომაზე სასწრაფოდ შეიკრიბეთ და ეს გააკეთეთ, ცხვირიდან ძმრად ამოვადენ ივანიშვილს ამ პროვოკაციას, რაც გაუკეთა ლეიბორისტულ პარტიას," - მიმართავს ნათელაშვილი ოპოზიციას.

საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, 
რამდენ ხანს აპირებთ სირაქლემას პოზაში ყოფნას და როდის დაუბრუნებთ ბარიერგადალახულ საპარლამენტო „ლეიბორისტულ პარტიას“ თქვენ მიერ უკანონოდ წართმეულ კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში და უფასო სატელევიზიო რეკლამას. ასევე, როდის აგვინაზღაურებთ იმ თანხას, რაც ეს წლები თქვენ მიითვისეთ (პარტიული დაფინანსება). იმედია, ისიამოვნეთ და დაკმაყოფილდით იმით, რომ ჩემი ხელფასი - 300 ათასი ლარი, მანდ დაგიტოვეთ.
ყოველი თქვენგანისგან მოვითხოვთ სასწრაფოდ შეიტანოთ შესწორებები კანონმდებლობაში, რაც ოლიგარქის მითითებით თქვენს გამო ასე დაამახინჯეთ, ნუ დარჩებით სრულიად შერცხვენილი ისტორიის წინაშე. ყველა თქვენგანს ამის გამო პასუხს მოსთხოვს სამართალი და ისტორია,“ - წერია ნათელაშვილის მიერ "ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისთვის გაგზავნილ წერილში.

 

მსგავსი სიახლეები