მეუბნებიან, რომ ოფისის მეპატრონემ კონტრაქტი შეგვიწყვიტა - გიორგი გახარია

01.07.21 13:38
მეუბნებიან, რომ ოფისის მეპატრონემ კონტრაქტი შეგვიწყვიტა - გიორგი გახარია

პარტიის "საქართველოსთვის" გორის ოფისის პრეზენტაციაზე ჟურნალისტმა გიორგი გახარიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოფისის მეპატრონემ მათ კონტრაქტი გაუუქმა, რაზეც პარტიის ლიდირმა უპასუხა, რომ ვერანაირი საწინააღმდეგო ქმედებით მათი გუნდის დაშინება ვერ მოხდება. 

ჟურნალისტი მეუბნება, რომ ამ ოფისის მეპატრონემ უკვე შეგვიწყვიტა ამ ოფისის კონტრაქტის ხელშეკრულება  და მოგვიწევს აქედან წასვლა.  მე ვგავარ წამებულს? ვერანაირი ტყუილებით, შუქის ჩაქრობებით, ოფისებიდან გამოგდებით, სუსი-ს თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ახალ ოფისს ავიღებთ, ნუ ღელავთ - განაცხადა გახარიამ. 

ამ წუთებში გორში პარტიის "საქართველოსთვის" ოფისის პრეზენტაცია მიმდინარებს. 

 

მსგავსი სიახლეები