როგორ უნდა მოხდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება? - TI "ოცნებას" ფასადურ ცვლილებეში ადანაშაულებს

23.02.24 11:48
როგორ უნდა მოხდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება? - TI "ოცნებას" ფასადურ ცვლილებეში ადანაშაულებს

ლილუაშვილის უწყების უკონტროლო ძალაუფლება, რომლის შესაზღუდვისთვის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს - ევროკომისია საქართველოსგან უსაფრთხოების სექტორზე კონტროლსაც ითხოვს. რეკომენდაციებში პირდაპირ ჩაწერეს, რომ საჭიროა საპარლამენტო ზედამხედველობოს გაძლიერება.

"ოცნება" მხოლოდ ნდობის ჯგუფს აკომპლექტებს, ეს კი ფასადური ცვლილებაა" - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა", რომელიც პროცესების აკვირდება. 

პრობლემები, რაც ჩვენმა საზოგადოებამ იცის და ჩვენთვის ცნობილია სუსის ქვეშ არსებული უწყებების და ძალაუფლების არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც, მაგალითად, ფარულ მოსმენებს შეეხება, ეს ყევლაფერი ჩვენმა ევროკავშირის პარტნიორებმაც იციან და სწორედ ამიტომ იყო, რომ ამხელა ყურადღებაა მიქცეული ამ საკითხთან დაკავშირებით. საპარლამენტო კონტროლი არის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე დემოკრატიული გზა, ყველაზე ინსტიტუინალური გზა ამ პრობლემების მოგვარებისა და სწორედ ამიტომ არის, რომ ამაზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება და უნდა გაკეთდეს კიდეც. კიდევ ერთხელ განვმეორდები, ის, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს ამის საპასუხოდ, არის აბსოლუტურად არასაკმარისი. ფასადურის გარდა, ეს არის უშინაარსო, იმიტომ, რომ ეს, რეალურად, არ პასუხობს იმ გამოწვევებს და იმ პრობლემებს, რაც არის, - ამბობს TI-ს გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა სპეციალიზირებული სტრუქტურა, სადაც ექსპერტები გაერთიანდებიან. მათი თქმით, ის პარლამენტში უნდა შეიქმნას, რომელსაც ასევე საიდუმლო ინფორმაციაზე ექნება წვდომა. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ საჭიროა, ასევე ექსპერტთა მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც ზედამხედველობის ფუნქციას შეასრულებს.

TI-იმ ამ მიმართულებით საკანომდებლო წინადადება წარადგინა, რომელშიც ის რეკომენდაციები გაწერა, რომლის შესრულებაც საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა პარლამენტში ეს საკითხი ისე განიხილეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საერთოდ არ მიიწვიეს. ცნობილია, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. 

მსგავსი სიახლეები